fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

საქართველოს ელჩი, დავით დონდუა, საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინოს გიულეკასს შეხვდა

2021 წლის 21 აპრილს საქართველოს ელჩი დავით დონდუა საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინოს გიულეკასს შეხვდა.
შეხვედრაზე ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ქართველ და ბერძენ ერებს შორის კავშირი ანტიკურობაში იკარგება. იშვიათია დედამიწაზე ხალხები, რომელთა შორის სულიერი კავშირები ისეთი ძლიერია, როგორიც ქართველებსა და ბერძნებს შორის. ხაზი გაესვა, რომ ამ მეგობრული ურთიერთობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი წინაპირობა არის ის დიასპორა, რომელიც ორივე ქვეყანაში მრავალრიცხოვანია.
საქართველოს ელჩმა და საბერძნეთის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ორი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული წარმატებები და არსებული გამოწვევები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
ელჩმა დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ბერძენ პარლამენტარს ევროპული და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, კონსტანტინოს გიულეკასმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს სვლას დიდი ევროპული ოჯახის წევრობისკენ და რომ ევროკავშირში მას საბერძნეთის სახით ჰყავს მეგობარი და მოკავშირე, რომელიც მიესალმება ისტორიულ ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებას.
ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ პანდემიას მალე დავძლევთ და მეტი შესაძლებლობა იქნება აქტიური ორმხრივი თანამშრომლობისთვის, რომელიც მეგობრობას, სოლიდარობასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. ამ ჭრილში ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის როლს. ბატონმა გიულეკასმა ელჩი დონდუა დაპატიჟა ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე მოსმენისთვის, რომელსაც ყველა პარტიის წარმომადგენელი დაესწრება და საქართველოს გარდა, შავი ზღვა/კასპიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ.

onalem

ტესტ