fbpx
საბერძნეთი

ათენი: მამაკაცმა მედდას 500 ევრო მისცა, რომ ვაქცინა გადაეღვარა და ცრუ აცრა ჩაეტარებინა

საბერძნეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ თაღლითობებს ბოლო არ უჩანთ. უკვე ცნობილია, თუ რა ხდება კარდიცაში, კერძოდ, პალამაში, სადაც სისტემაში გატარებული აცრილი პირების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასაც კი აჭარბებს.

ამჯერად კი, ცრუ აცრის ჩატარების მცდელობა დაფიქსირდა ათენში, მარუსის ვაქცინაციის ცენტრში. ირკვევა, რომ მამაკაცმა მედდას, რომელსაც მისთვის ვაქცინა უნდა გაეკეთებინა, 500 ევრო მისცა და მოსთხოვა, რომ სითხე გადაეღვარა, მხოლოდ ნემსი გაეკეთებინა მისთვის და სისტემაშიც გაეტარებინა, როგორც ვაქცინირებული.

ინციდენტი პოლიციისთვის გახდა ცნობილი და მამაკაცი ამჟამად ძებნაშია. მას სურდა, რომ აეღო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გამოიყენებდა ყველგან, სადაც ეს დასჭირდებოდა, თუმცა, რეალურად აუცრელი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ პალამაში დაფიქსირდა ცრუ აცრის ჩატარების მინიმუმ 34 ფაქტი.

 

 

 

onalem

ტესტ