fbpx
საბერძნეთი

დღეს, 4 აპრილს, ათენში ავტობუსები დ ტროლეიბუსები 21:00 საათზე შეწყვეტენ მუშაობას

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, 4 აპრილს, ათენში ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მძღოლები გაფიცვას აცხადებენ. მათ მუშაობა დაიწყეს 09:00 საათზე და შეწყვეტენ 21:00 საათზე.

21:00 საათის შემდეგ ათენში გადაადგილება მხოლოდ მეტროსა და ტრამვაის საშუალებით იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მუშაობენ ტაქსებიც.

ამას გარდა, როგორც ცნობილი გახდა, ხუთშაბათს, 6 აპრილს, მძღოლები იფიცებიან თესალონიკშიც. ისინი არ იმუშავებენ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

ტემპის ტრაგედიის შემდეგ საბერძნეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები არ წყდება, გუშინ კი, მატარებელმა პირველი რეისი შეასრულა ათენი-თესალონიკის მიმართულებით.

onalem

ტესტ