fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში მინიმუმ 6 ბალიან მიწისძვრას ველოდებით” – სეისმოლოგი, გერასიმოს პაპადოპულოს

ცნობილი სეისმოლოგი, გერასიმოს პაპადოპულო მედიასთან მოსალოდნელ მიწისძვრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა ამისთვის მზად უნდა იყოს.

“ძლიერი მიწისძვრები, რომელთა ძალაც მინიმუმ 6 ბალია, საკმაოდ ხშირია და საშუალოდ მეორდება ყოველ 25-30 წელიწადში, ეს ყველაფერი დადასტურებულია იმ მონაცემებით, რომლებიც აღწერილი გვაქვს 1850 წლის შემდეგ.

მ მონაცემებზე დაყრდნობით, საბერძნეთში უახლოეს მომავალში ველოდებით მიწისძვრას, რომელიც მინიმუმ 6 ბალიანი იქნება. იგი მოსალოდნელია კორინთოს ყურეში და ამ მხრივ, ყველაზე მეტად აქტიურია ეგიო, ერატინი და აკრატა.

რაც შეეხება ცუნამს, რომელიც მიწისძვრას მოჰყვება ხოლმე, არსებობს ამის შანსი, მაგრამ არ არის გარანტირებული, რადგან ამ მეცნიერებაში რთულია ზუსტად წინასწარმეტყველება. კორინთოს ყურეში ზღვის ტერიტორიაზე თუ მოხდა მიწისძვრა, თუ ეს იქნება დასავლეთით, ცუნამს არ ექნება უნარი, გავრცელდეს აღმოსავლეთითაც, რადგან ეს დახურული აუზია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ამ ცუნამმა ადგილობრივად საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანოს. ამიტომ არის, რომ ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენა გვჭირდება. აუცილებელია პრევენციული და დამცავი ღონისძიებების გატარება,” ამბობს მეცნიერი.

onalem

ტესტ