fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: სტუდენტმა გოგონამ სახლი იქირავა და საძინებელში კამერა აღმოაჩინა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში 18 წლის სტუდენტი სახლის პატრონს პირადი სივრცის დარღვევისა და თვალთვალისთვის უჩივის.

მისი საჩივრის მიხედვით, ბინა მაკლერისგან იპოვა, იქირავა და როდესაც საცხოვრებლად გადავიდა, რამდენიმე ხანში აღმოაჩინა, რომ საძინებელში დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც მის ინტიმურ ცხოვრებას იღებდა. აღნიშნული დადასტურებული არ არის გამოძიების მიერ, თუმცა, როგორც ირკვევა, კამერა ხშირად ციმციმებდა, რამაც მას ეჭვი გაუჩინა.

თავად ბინის მეპატრონე აცხადებს, რომ გოგონას თავიდანვე უთხრა ამ მოწყობილობის შესახებ და აუხსნა, რომ არ მუშაობს, ასევე ურჩია, რომ ეჭვები რომ არ ჰქონოდა, შეეძლო რაიმეთი დაეფარა ის. მამაკაცის ადვოკატი მედიასთან ამბობს, რომ ეს ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლო და დადგმულია, შესაბამისად, მომჩივანი ვერანაირ შედეგზე ვერ გავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მოწყობილობა არ უნდა დამალულ ადგილას, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტი თავიდანვე ხედავდა მას, როდესაც ბინის ქირაობა გადაწყვიტა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ