fbpx
საბერძნეთი

პატრა: კიდევ ერთი წვეულება-ბომბი, რომელიც კარანტინის მოხსნას გვაშორებს

როგორც ჩანს, ქალაქ პატრაში კარნავალის გარეშე არ შეუძლიათ და მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ჩვეულ რეჟიმში ვერ შეძლეს, ხალხი მაინც შეიკრიბა და მთელი ღამე ერთობოდნენ, დისტანციების, პირბადეების გარეშე.

ახალაგზრდები სასმელებით ხელში ცეკვავდნენ და ეს სიტუაცია არაფრით არ გაგახსენებთ, რომ ქვეყანაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

გასაკვირი არ არის, რომ ექსპერტები აღნიშნულ ფაქტს ნამდვილ “ბომბს” უწოდებენ, მაგრამ პარალელურად მისულები არიან აზრამდე, რომ ხალხი ვეღარ უძლებს ჩაკეტილობას და მატინა პაგონი იმასაც ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები გართობას უნდა ეთავსებოდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესორები კაფეების და ტავერნების გახსნის მომხრენი არიან.

onalem

ტესტ