fbpx
პოზიტივი

ლაგანა – სეზამიანი პურის ისტორია, რომელიც “სუფთა ორშაბათის” განუყოფელი ნაწილია

ლაგანა ბრტყელი პურია, რომელსაც განსაკუთრებულ გემოს სეზამის (ქუნჯუთის) მარცვლები აძლევს და კლასიკური არჩევანია “სუფთა ორშაბათის” დღისთვის, როდესაც აღდგომის მარხვა იწყება.

ლაგანა საფუარის გარეშე მზადდება და როგორც ცნობილია, მისი ისტორია ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან მოდის. ის ყოველთვის იყო ბერძნული საკვები ტრადიციების განუყოფელი ნაწილი. ლაგანა წარმოსდგება სიტყვიდან”ლაგანონ”, რომელიც ფქვილისა და წყლისგან დამზადებული ბრტყელი პური იყო.

აღნიშნული სახელწოდება გამოყენებულ იქნა არისტოტელეს და ჰორაციუსის (რომაელი პოეტი) მიერ თავიანთ ტექსტებში და ეს უკანასკნელი ლაგანას უწოდებდა “ღარიბთა სიტკბოს”.

ასევე, არსებობს ცნობები, რომ ლაგანას მიირთმევდნენ ებრაელებიც, როდესაც ისინი მოსეს ხელმძღვანელობით, ეგვიპტიდან გამოვიდნენ და მონობას თავი დააღწიეს.

უკვე მრავალი საუკუნეა, რაც ლაგანა “სუფთა ორშაბათის” აუცილებელი პროდუქტია და მზადდება გემოვნებით, საცხობებში კი, არჩევანი საკმაოდ დიდია.

onalem

ტესტ