fbpx
პოზიტივი

ბერძნებმა 3 მილიონი ევრო შეაგროვეს – პატარა პანაიოტი სამკურნალოდ ამერიკაში მიდის

გავრცელებული ინფორმაციით, პატარა პანაიოტი ბოსტონში სამკურნალოდ გაემგზავრება. მისი მამა უღრმეს მადლობას უხდის ბერძენ და კვიპროსელ ხალხს, ასევე ჯანდაცვის მინისტრს, ვასილის კიკილიასს და პრემიერ მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკის, გაწეული დახმარებისთვის.

“მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რომ ჩემი შვილის პრობლემა ისე მიიღეს, როგორც საკუთარი,” ამბობს გიორგოს გლოსიოტისი.

ვასილის კიკილიასმა, თავის მხრივ, 18 თვის ჩვილის მშობლებს გამოჩენილი მოთმინებისთვის მადლობა უთხრა და აღნიშნა, რომ ბავშვი ამერიკაში მკურნალობის ყველა საჭირო ეტაპს გაივლის.

“დიდი ხნის მანძილზე ვიკავებდი თავს, რომ განცხადებები არ გამეკეთებინა. თუმცა, მე მათ თავიდანვე დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, ბერძენ ხალხთან ერთად და ჰუმანიზმი ყველაფერზე მაღლა დადგებოდა. ეჭვი არ არის, რომ ამ საზოგადოებაში ადამიანობა ნამდვილად არსებობს,” თქვა კიკილიასმა.

პატარა პანაიოტი-რაფაილისთვის ბერძნებმა, როგორც უბრალო ხალხმა, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებმა 3 მილიონი ევრო შეაგროვეს, რათა პატარა ბოსტონში გაემგზავროს.

როგორც უკვე ცნობილია, 18 თვის ბავშვს იშვიათი დაავადება, კუნთების სპინალური ატროფია აქვს.

onalem

ტესტ