fbpx
პოლიტიკა

ერდოღანი სირიის შემდეგ თვალს საბერძნეთსა და კვიპროსს ადგამს

თურქეთის სირიაში შეჭრის პირველივე მომენტიდან ათენში დაიწყეს სერიოზული მსჯელობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ერდოღანის შემდგომი გეგმა და რა შედეგების მომტანი იქნებოდა თურქეთის სირიაზე გამარჯვება.

ბოლო რამდენიმე დღეა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს თურქეთის პრეზიდენტის რეჟიმის პოლიტიკური ანალიზი და ფაქტია, რომ მისი ინტერესები ჩრდილოეთ სირიაში არ მთავრდება.

როგორც ბერძნული მედია წერს, როცა “სულთანი” სირიაზე გამარჯვების გემოს გაიგებს, ის იქ არ გაჩერდება. ერდოღანს მადა და სისხლის წყურვილი გაუძლიერდა და ამ დროისთვის არსებული ვარაუდებით, მისი შემდეგ სამიზნე კვიპროსი და საბერძნეთი გახდება.

ფაქტია, რომ თურქეთი სტრატეგიულად ცდილობს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საფუძველი მოიმზადოს. პარალელურად კი, ანკარა მუდმივად აგრესიული და პროვოკაციულია საბერძნეთის მიმართ.

თუმცა, ცხადია, რომ ათენი და ნიქოზია არ აპირებს ოკუპანტის ნაბიჯებს გაჰყვეს.

 

onalem

ტესტ