fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი ზომების მოხსნაზე საუბრობს: “კიდევ ორი კვირა უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა და მოთმინება”

კირიაკოს მიცოტაკიმ მოქალაქეებს სთხოვა, კიდევ ორი კვირის მანძილზე გამოიჩინონ ძალისხმევა და მოთმინება, რათა შემდეგ შევძლოთ, რომ უსაფრთხოდ დავუბრუნდეთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

“ვიცი, რომ ძალიან დაღლილები ხართ. მაგრამ კიდევ ერთხელ, მომდევნო ორი კვირის მანძილზე უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და ძალისხმევა. ეს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ ამას კარგად დავგეგმავთ და გადაწყვეტილებები უნდა ეყრდნობოდეს ნდობას მოქალაქეთა და სახელმწიფოს შორის. ეკონომიკა გაიხსნება ეტაპობრივად, ხოლო ჩვენ ზომები უნდა დავიცვათ ყველა ამ ეტაპზე, რათა ღია დარჩეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიზისიდან გამოსასვლელი გზა უკვე ჩანს, მაგრამ რამდენად სწრაფად მივალთ იქამდე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფ ნაბიჯებს გადავდგამთ. ნამდვილად ვართ საბოლოო ეტაპზე,” განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.

ამრიგად, პრემიერი საუბრობს 15 მარტის შემდეგ მაღაზიების ამუშავებაზე, რასაც შეიძლება მოჰყვეს სკოლების გახსნაც. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი, ვინაიდან აქცენტი სწორედ მომდევნო ორ კვირაზე კეთდება, ეს არის პერიოდი, როდესაც კარანტინი, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს.

onalem

ტესტ