fbpx
პოლიტიკა

“ბერძნებმა იმიგრანტები დახოცეს” – ერდოღანმა მიცოტაკისთან ერთად მაგიდასთან დაჯდომაზე უარი თქვა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოფი აცხადებს, რომ სოფიაში საბერძნეთის, თურქეთისა და ბულგარეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა, ერდოღანმა მტკიცე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ საზღვართან ორი იმიგრანტი დაიღუპა.

კერძოდ, ბულგარელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ერდოღანი საბერძნეთს ადანაშაულებს ორი იმიგრანტის მკვლელობაში, რომელიც საზღვრის გადალახვას ცდილობდა.

“დღეს ბერძენმა სამხედროებმა მოკლეს ორი იმიგრანტი, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა,” განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მან ასევე დასძინა, რომ უარი განაცხადა ევროპის მიერ შეთავაზებულ 1 მილიარდ ევროზე, რომელსაც ქვეყანას იმიგრანტების მასპინძლობაში გადაუხდიდა.

“მათთან ვსაუბრობთ და გვეუბნებიან, ჩვენ გადმოგიგზავნით 1 მილიარდ ევროს. ვის გასულელებას ცდილობთ?! ჩვენ არ გვჭირდება ეს ფული,” ამბობს ერდოღანი.

როგორც საბერძნეთის მთავრობის სპიკერი, სტელიოს პეცასი ამბობს, ვიდეო, რომელზეც თითქოსდა საზღვართან გარდაცვლილები ჩანან, ყალბია და ეს თურქული პროპაგანდაა.

onalem

ტესტ