fbpx
კრიმინალი

ლარისაში 40 წლის მამაკაცმა 9 და 10 წლის ბავშვები გაიტაცა – მიზეზი გაურკვეველია

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ლარისაში მოხდა. 40 წლის მამაკაცი, რომელმაც ორი ბავშვი გაიტაცა, ამ დროისთვის დაკავებულია.

როგორც ცნობილი გახდა, 40 წლის ბოშა ხილის გამყიდველია. ის 25 წლის ასევე ბოშა ქალის სახლთან გაჩერდა და მას ცოცხი და წყალი სთხოვა, რათა მანქანა გაეწმინდა. იქვე იმყოფებოდნენ მისი შვილები, 9 წლის გოგონა და 10 წლის ბიჭი, რომლებიც მან ქალის სახლში შესვლითანავე მანქანაში ჩასხა და გაუჩინარდა.

როცა ახალგაზრდა ქალი მიხვდა, რომ მისი შვილები იქ აღარ იყვნენ, მაშინვე ყვირილი და დახმარების თხოვნა დაიწყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციამ მამაკაცს მოშორებით მაღაზიასთან მიაგნო, სადაც 10 წლის ბიჭი წვენის საყიდლად შეაგზავნა. შესაძლოა სწორედ ამით დაიყოლია ბავშვები რომ გაჰყოლოდნენ.

როგორც თავად დაკავებული ამბობს, მხოლოდ ბავშვების გამასპინძლება სურდა და ეს გატაცება არ იყო. თუმცა, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ