fbpx
პოზიტივი

რა სიმღერებით წარსდგებიან საქართველო და საბერძნეთი ევროვიზიაზე?!

ევროვიზია 2021 როტერდამში 18, 20 და 22 მაისს გაიმართება. უკვე ცნობილია სიმღერები, რომლებსაც ბრწყინვალე მომღერლები, საქართველოსა და საბერძნეთის სახელით, კონკურსზე შეასრულებენ.

ევროვიზია 2021-ზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს, რომელმაც სიმღერა თავად დაწერა. აღსანიშნავია სიმღერაზე შექმნილი ვიდეოკლიპიც, რომლის გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა. ვიდეოში მარიამ ალექსიძის შექმნილი ქორეოგრაფიით მისივე დასიც მონაწილეობს.

თორნიკე ყიფიანი სცენაზე 20 მაისს, მეორე ნახევარფინალში გამოვა, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაშიც ფინალში გადაინაცვლებს და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება, საბერძნეთის წარმომადგენელს, 18 წლის სტეფანიას, რომელიც ბერძნული წარმოშობის ჰოლანდიაში მოღვაწე მომღერალია და საკმაო პოპულარობით სარგებლობს, შეასრულებს სიმღერას, Last Dance.

onalem

ტესტ