fbpx
მსოფლიო

კავშირი თრომბოზთან?! გერმანიაში AstraZeneca-ს წარმოებული წამლით ვაქცინაცია შეაჩერეს

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში AstraZeneca-ს მიერ წარმოებული წამლით ვაქცინაცია შეაჩერეს. აღნიშნულს ადასტურებს გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო და როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება გერმანიის ვაქცინაციის ეროვნული ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.

გერმანია შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომელთაც ამ ვაქცინის გამოყენება შეწყვიტეს, რადგან მიიჩნევა, რომ თრომბოზთან (ვენური დაავადება) არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ თავად კომპანიაცა და ოქსფორდის უნივერსიტეტიც ამტკიცებს, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ადასტურებს, რომ AstraZeneca-ს მიერ წარმოებული წამალი თრომბოზს იწვევს, მაგრამ გერმანიამ მაინც შეაჩერა ვაქცინაცია აღნიშნული წამლით და დაიწყო სიღრმისეული კვლევა.

AstraZeneca-ს წამლით ვაქცინაცია შეწყვიტა ჰოლანდიამ, ირლანდიამ, ისლანდია, დანიამ, ნორვეგიამ, ავსტრიამ, ლუქსემბურგმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, იტალიამ და ტაილანდმა.

 

onalem

ტესტ