fbpx
მსოფლიო

საბერძნეთთან ერთად, დიდი ტრაგედია თურქეთში – გარდაცვლილია 24 ადამიანი

მიწისძვრა, რომელმაც გუშინ კუნძული სამოსი შეძრა და საგრძნობი იყო ქვეყნის ნახევარ ტერიტორიაზე, მომაკვდინებელი აღმოჩნდა როგორც საბერძნეთში, ასევე თურქეთში. ქალაქ იზმირში დანგრეული შენობების რაოდენობა 20-ს აღწევს.

ოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-ს უდრის, ხოლო დაშავებულია 804 ადამიანი. მათი უმეტესობა სიკვდილს სასწაულით გადაურჩა და მაშველების საშუალებით ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

იზმირის სანაპირო ზოლიდან ვრცელდება უმძიმესი კადრები, თუ როგორ მდგომარეობაშია მიწისძვრით დაზარალებული ტერიტორია და ადამიანები.

onalem

ტესტ