fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გოგონას გადაეფარა, რომ დაეცვა და პირველი დაიღუპა – ვინ არიან მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვები

კუნძულ სამოსზე მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. გარდაცვლილია 15 წლის კლერი და 17 წლის არი, რომლებიც ერთ-ერთი კედლის ნანგრევებში მოჰყვნენ და სასიკვდილოდ დაშავდნენ.

ირკვევა, რომ როგორც კი მიწისძვრა მოხდა და ბიჭმა დაინახა ძველი შენობა ინგრეოდა, მეგობარ გოგონას გადაეფარა, ჩაეხუტა და სწორედ ასეთ მდგომარეობაში დაეცათ 2 მეტრის სიმაღლის კედელი, რის შედეგადაც არი ადგილზე გარდაიცვალა, კლერი კი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

17 წლის ბიჭი კუნძულზე ცნობილი ჟურნალისტის ვაჟია, რომელმაც ათენის საინფორმაციო სააგენტოს პირველმა შეატყობინა მიწისძვრის შესახებ. ის და მისი მეუღლე დაჟინებით ცდილობდნენ ტელეფონის საშუალებით ხმა მიეწვდინათ შვილისთვის და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ის მსხვერპლთა შორის იყო.

ტრაგიკული ამბის გაგების დროს ოჯახს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ასევე შოკურ მდგომარეობაშია 15 წლის კლერის ოჯახი და მომხდარის დაჯერება უჭირთ.

აღსანიშნავია, რომ მძიმედ არის დაშვებული კიდევ ერთი ბავშვი, 14 წლის ბიჭი, რომელიც უკვე ათენში გადმოიყვანეს, ვინაიდან სამოსის საავადმყოფოში არ არსებობს პედიატრიული განყოფილება. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ არის, მაგრამ რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დასჭირდება.

onalem

ტესტ