fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის რკინიგზა რამდენიმე დღის მანძილზე გაფიცვას გეგმავს!

გადაწყვეტილება საბერძნეთის რკინიგზის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო. გაფიცვა იგეგმება რამდენიმე დღის მანძილზე გარკვეულ საათებში.

კერძოდ, გაფიცვა შეეხება ΟΣΕ, ΕΕΣΣΤΥ, ΤΡΑΙΝΟΣΕ, ΕΡΓΟΣΕ და ΓΑΙΑΟΣΕ-ს მატარებლებს. ანუ მთელი საბერძნეთის მასშტაბით არ იმოძრავებს გარეუბნებისა და საქალაქთაშორისო მატარებლები.

იხილეთ გაფიცვის გრაფიკი:

11 ივლისს არ იმუშავებენ 05:00 საათიდან 08:00 საათამდე, 13:00 საათიდან 16:00  საათამდე და 21:00 საათიდან 00: 00 საათამდე.

13 ივლისს 05:00 საათიდან 08:00 საათამდე, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე და 21: 00 საათიდან 00: 00 საათამდე.

16 ივლისს 5:00 საათიდან 08:00 საათამდე, 13: 00 საათიდან 16: 00 საათამდე და 21: 00 საათიდან 00: 00 საათამდე.

18 ივლისს 05:00 საათიდან 08:00 საათამდე, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე და 21:00 საათიდან 00: 00 საათამდე.

20 ივლისი 24 საათიანი გაფიცვა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მეტროს მე-3 ხაზი, დუკისის პლაკენტიას – აეროპორტი არ იმუშავებს ზემოთაღნიშნული გრაფიკის შესააბმისად.

onalem

ტესტ