fbpx
საბერძნეთი

“სკოლიდან ვიწრო ქუჩით ბრუნდებოდნენ, როცა მიწისძვრა მოხდა და ბავშვები ნანგრევებში გაუჩინარდნენ” – ტრაგედია სამოსზე

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით სამოსზე მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა შესახებ დამატებითი ცნობები გავრცელდა.

ირკვევა, რომ 6.7 ბალიანი მიწისძვრის დროს ბავშვები სახლში ვიწრო ქუჩით ბრუნდებოდნენ, ამ ტერიტორიაზე კი, ძველი სახლები დგას. ბიძგის დროს ერთ-ერთი კედელი სრულიად ჩამოინგრა და ისინი ნანგრევებში გაუჩინარდნენ. 15 ბიჭმა და 17 წლის გოგონამ სახლებამდე მიღწევა ვერ შეძლეს. ერთი მათგანი უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს, მეორე კი საავადმყოფოში დაიღუპა. ამბობენ, რომ სასწაულია, რომ არ არის მეტი მსხვერპლი, რადგან ამ ქუჩაზე მოდიოდნენ სხვა ბავშვებიც.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, კიდევ ერთი დაშავებული, 14 წლის ბიჭი, ათენში გადმოჰყავთ, რადგან მისი მდგომარეობაც მძიმეა და აღენიშნება სერიოზული მოტეხილობები.

ძლიერი მიწისძვრის დროს სამოსზე სრული პანიკა იყო, ხალხი ერთმანეთს ტელეფონით ვერ უკავშირდებოდა, რათა გაეგოთ, თუ როგორ იყვნენ მათი ოჯახის წევრები.

ირკვევა, რომ კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო ეთერით ხვალ, დილის 10:00 საათზე გამოვა და მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ გეგმასა და ზომებს გააცნობს. პრემიერი დაღუპული ბავშვების ოჯახებს მხარდაჭერას უცხადებს.

 

onalem

ტესტ