fbpx
საბერძნეთი

თავშესაფრის (ასილოს) სერვის ცენტრი მუშაობას იწყებს – რა წესები უნდა დავიცვათ შენობაში?!

2020 წლის 18 მაისიდან საბერძნეთის თავშესაფრის სამსახურის სერვის ცენტრი მუშაობას იწყებს. ცენტრის თანამშრომელთა 50% სამსახურში ბრუნდება და მათ, ვისაც “ასილო” ეკუთვნით, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

სერვის ცენტრის შენობაში შესვლისას სასურველია თუ გამოიყენებთ პირბადეს, უსაფრთხოების მიზნით.

თავშესაფრის პოლიტიკის მინისტრის, ნოტის მიტარაკისის გადაწყვეტილებით, “ასილოს” საბუთი ვადდება მიმდინარე ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვემდე. ამ გზით თავიდან იქნება აცილებული ადმინისტრაციული ტვირთი და მომსახურების ცენტრები ამუშავდება ეტაპობრივად, ზეწოლის გარეშე.

აპრილში თავშესაფრის საბუთი მიენიჭა 15.853, ხოლო მარტში 6.904 ემიგრანტს.

 

onalem

ტესტ