fbpx
საბერძნეთი

15 ივლისიდან საბერძნეთში: შემოწმებები და ჯარიმები 300-დან 3.000 ევრომდე

როგორც უკვე ცნობილია, 15 ივლისიდან საბერძნეთში მოქმედებაში შედის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც დახურულ სივრცეებს უკავშირდება. კერძოდ, დახურულ სივრცეში (ცხადია, გარდა საჯარო ტრანსპორტისა) საჭირო იქნება დოკუმენტაციის წარდგენა, უსაფრთხოების მიზნით.

დახურულ სივრცეებში (კინოები, კაფეები, ტავერნები, რესტორნები, თეატრები და ა.შ.) შესვლისას ვაქცინირებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის სერთიფიკატი, ხოლო აუცრელმა პირებმა ტესტის უარყოფითი პასუხი.

ირკვევა, რომ თითოეული დოკუმენტის შემოწმება მოხდება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, რომლის ჩამოტვირთვაც უფასოდ იქნება შესაძლებელი Gov.Gr-იდან. აღნიშნული აპლიკაცია მოახდენს შესვლის მსურველის მიერ წარმოდგენილი საბუთის სკანირებას, სპეციალური კოდის საშუალებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა უფლება, რომ შევიდეს შიდა ტერიტორიაზე.

როგორც ირკვევა, სერთიფიკატს დასკანერების შედეგად ავტომატურად მიენიჭება ფერი, რომელიც განსაზღვრულია თითოეული კატეგორიისთვის:

  • მწვანე ფერის იქნება მათი სერთიფიკატი, ვინც არის სრულად ვაქცინირებული.
  • ყვითელი ფერის იქნება მათი სერთიფიკატი, ვისაც გაკეთებული ექნება ტესტი კორონავირუსზე (ან ანტისხეულებზე).
  • ხოლო თუ სკანირების შედეგად სერთიფიკატი გაწითლდა, ეს ნიშნავს, რომ ის ბათილად არის ცნობილი.

*გაწითლების შემთხვევაში კლიენტს დაეკისრება 300 ევროიანი ჯარიმა, ხოლო თუ მეპატრონე მას შიდა ტერიტორიაზე მაინც შეუშვებს, თავად 3.000 ევროთი დაჯარიმდება.

onalem

ტესტ