fbpx
საბერძნეთი

ხვალ! საბერძნეთში დიდი ფასდაკლებები იწყება – რომელ კვირა დღეს იმუშავებენ მაღაზიები?

საბერძნეთში ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები იწყება და მაღაზიები კვირა დღესაც იმუშავებენ.

კერძოდ, როგორც ათენის სავაჭრო ასოციაცია აცხადებს, ფასდაკლებები 10 იანვარს იწყება და 28 თებერვლმდე იქნება ძალაში, ფაქტობრივად, ზამთრის ბოლო დღემდე.

მაღაზიები ღია იქნება კვირას, 16 იანვარსაც და მსურველებს უქმე დღეს შეეძლებათ საყიდლებზე წასვლით ისიამოვნონ.

კვირა დღეს მუშაობის გრაფიკი იქნება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. რა თქმა უნდა, თითოეულ მომხმარებელს მოეთხოვება, მაღაზიაში შესვლისას წარადგინოს ან ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

 

onalem

ტესტ