fbpx
საბერძნეთი

“პროექტი გამოვიდა და თან არ გამოვიდა” – ათენის მერის აღიარება “დიდ გასეირნებასთან” დაკავშირებით

ცვლილებები, რომელიც ათენში ოთხი თვის წინ დაიწყო, დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა და ათენის მერმა ბევრი ნეგატიური აზრი მოისმინა პროექტთან დაკავშირებით. საუბარია “დიდ გასეირნებაზე”, რომელიც, როგორც ბაკოიანისი აღიარებს, გამოვიდა და თან არ გამოვიდა.

“გამოვიდა და არ გამოვიდა. ბევრი შეურაცხყოფა მოვისმინე ამის გამო. დაივიწყეთ პანეპისტიმიუს (უნივერსიტეტის) ქუჩა ისეთი, როგორიც ახლა არის, წავიდეთ რაღაც ახლისკენ. 2021 წლიდან რენოვაციის სხვა, ახალი პროექტი დაიწყება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე და ჩავა ომონიამდე,” ამბობს მერი.

ამრიგად, ბაკოიანის განცხადებით, 2021 წლიდან უნდა ველოდოთ, რომ ათენის “დიდი გასეირნება” კიდევ ერთხელ შეიცვლება და ეს ყველაფერი უკვე იქნება მუდმივი.

“ეს პროექტი არ მოიცავდა მხოლოდ გზების მოხატვას და მცენარეების დადგმას, არამედ იყო ერთგვარი საპილოტე გეგმა, ექსპერიმენტი. უნდა გვეპოვა რაიმე გზა, რომ გამოგვეყო ხაზები ერთმანეთისგან, ვიდრე დაიწყება გათხრითი სამუშაოები,” აღნიშნავს ბაკოიანისი.

onalem

ტესტ