fbpx
საბერძნეთი

ცვლილება გადაადგილების აკრძალვაში – ჯარიმა 300 ევრო და სახლში იძულებით დაბრუნება

რამდენიმე წუთის წინ სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ვინაიდან სააღდგომო პერიოდი მოახლოვდა და მოსახლეობის ნაწილს სოფლების მიმართულებით წასვლა სურს, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა, გაამკაცროს ზომები და არავის მისცეს უფლება დატოვოს საცხოვრებელი ადგილი.

კერძოდ, ხარდალიასის თქმით, მოქმედებაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მოიცავს ყველა ეროვნულ გზატკეცილსა და გასასვლელში, პორტებსა და ΚΤΕΛ-ის სადგურებში სპეციალურ შემოწმებებს. საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები განაწილდებიან და შეამოწმებენ თითოეულ მანქანას, რომელიც გადაადგილებას შეეცდება. ყველა ამ ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ ადგილობრივების მოძრაობა.

ის, ვინც აღმოჩნდება საკუთარი საცხოვრებლიდან ძალიან შორს, ეროვნულ გზატკეცილებზე, პორტებში ან სადგურებში, დაჯარიმდება 300 ევროთი, ჩამოერთმევა მანქანის ნომერი და სახლში იძულებით დაბრუნდება.

ეს ყველაფერი ძალაში იქნება 27 აპრილამდე. შეჩერდება ასევე საჰაერო და საზღვაო გზით გადაადგილებაც და გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე.

 

onalem

ტესტ