fbpx
ჯანმრთელობა

52 ახალი შემთხვევა – საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1884-მდე გაიზარდა

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეს გაცილებით დაბალი მაჩვენებელია გუშინდელთან შედარებით.

საავადმყოფოებში მართვით სუნთქვაზე გადაყვანილია 84 პაციენტი, ვინაიდან 6 მათგანი რეანიმაციული განყოფილებიდან გამოიყვანეს და დამოუკიდებლად უმკლავდებიან ვირუსს.

საერთო ჯამში ქვეყანაში გარდაცვლილია 83 ადამიანი.

საბერძნეთში ვირუსთან ბრძოლა ეფექტურად მიმდინარეობს და გავრცელების მასშტაბები არ არის კატასტროფული. ზეწოლა არ ხდება ჯანდაცვის სისტემაზე და ექიმები ამ დრომდე თავისუფლად უმკლავდებიან პაციენტების რაოდენობას.

ამ შედეგების შენარჩუნებისთვის თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა, დისტანცია და მიჰყვეს სახელმწიფოს მითითებებს.

onalem

ტესტ