fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთის საავადმყოფოებში სამსახურს 1 იანვრიდან 600 ექიმი დატოვებს

საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემაში ახალი პრობლემები გაჩნდა. ცნობილი ხდება, რომ 1 იანვრიდან პოლიკლინიკებს 600 ექიმი დატოვებს.

ისინი პოლიკლინიკებში ოჯახის ექიმის სტატუსით მუშაობდნენ, თუმცა, მათ ამჯობინეს კერძო საქმიანობით დაკავდნენ, ვიდრე საჯარო საავადმყოფოებში იმუშაონ.

გამოდის, რომ 2, 100 ექიმიდან, რომლებთანაც მოსახლეობა რეგისტრირდებოდა, მხოლოდ 1, 500 დარჩება.

მათ უკვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და ანდრეას ქსანთოსის გადაწყვეტილებით, 2019 წლის მაისისთვის დროებით, მათ ნაცვლად, 200 ექიმი გამოიყოფა.

ახალი ამბავი არ არის, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა რთულ მდგომარეობაშია. პერსონალი გამუდმებით აპორტესტებს უკიდურესად მძიმე პირობებს საავადმყოფოებში და ასევე, თანამშრომელთა ნაკლებობას, რაც შემდგომში პაციენტთა მდგომარეობაზე აისახება, რადგან მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად სცდება პერსონალის რაოდენობას.

 

onalem

ტესტ