fbpx
ჯანმრთელობა

ვირუსის “დაბრუნება”, მეორე ტალღა და ვითარება, რომელიც საბერძნეთშია მოსალოდნელი – ალკივიადის ვატოპულოს პასუხები

მიკრობიოლოგიის პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საბერძნეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გარდაუვალია.

კერძოდ, ვატოპულოს თქმით, საბერძნეთში ვირუსი აუცილებლად “მობრუნდება”, თუმცა, ეს არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც მარტში იყო.

“მეორე ტალღა საბერძნეთში მოვა, თუმცა, სიტუაცია არ იქნება ისეთი, როგორც მარტში გვქონდა. 

ჩვენ დიდი ხნის მანძილზე გვექნება ინფიცირების ბევრი შემთხვევა, თუმცა, ეს ქვეყანაში კარანტინს არ გამოიწვევს. არ იქნება საჭირო ყველა ისევ იზოლაციაში შევიდეთ.

ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ის სისტემა, რომელიც ჯანდაცვისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროებმა შეიმუშავეს დაგეგმეს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენისთვის. აუცილებელია იმპორტირებული შემთხვევების კონტროლი და მონიტორინგი. თვალყური უნდა ვადევნოთ, თუ როგორი გზით წაიყვანს ტურიზმის აღდგენა ქვეყანას.

უნდა აღვნიშნო, რომ დიდი ძალისხმევა განხორციელდა ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად და დატამებულია რეანიმაციული განყოფილებისთვის საჭირო საწოლები, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ.”

ამრიგად, მეცნიერთა გუნდი თანხმდება, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საბერძნეთში შესაძლოა შემოდგომაზე გვქონდეს, თუმცა, ქვეყანა პანდემიას გაცილებით მომზადებული დახვდება და შეძლებს მდგომარეობის კონტროლის არეში მოქცევას.

onalem

ტესტ