fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: მღვდლის 15 წლის ვაჟი ცეცხლსასროლი იარაღით თამაშისას თავში დაიჭრა და დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ლარისას საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა ბავშვი, რომელსაც მძიმე ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ექიმების წარმოუდგენელი ძალისხმევის მიუხედავად, 15 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს თეოპეტრაში მოხდა. 15 წლის ბიჭი თავის 17 და 3 წლის და-ძმასთან ერთად თამაშობდა იარაღით, რომლიდანაც თავის არეში დაიჭრა და მაშინვე ტრიკალას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი არასრულწლოვნების ხელში. ამ საკითხს პოლიცია იძიებს.

ტრიკალას საავადმყოფოში პერსონალმა ყველაფერი გააკეთა ბიჭის გადასარჩენად, თუმცა, მან მხოლოდ 2 საათი იცოცხლა და ლარისას საავადმყოფოში გადაყვანა ვეღარ მოასწრეს.

ირკვევა, რომ 15 წლის მოზრდი სასულიერო პირის ვაჟი იყო, რომელსაც სულ 7 შვილი ჰყავს.

 

onalem

ტესტ