fbpx
საზოგადოება

“კოფეინი იწვევს ნერვების მოშლას” – ათენის მერს, კოსტას ბაკოიანის ყავა შეასხეს

გუშინ ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი, მეტაქსურგიოზე, კერძოდ, აგიოს პავლოს სკვერში იმყოფებოდა, როდესაც მასზე თავდასხმა განხორციელდა.

ირკვევა, რომ ბაკოიანისს წყალი და ყავა შეასხეს,რის შემდეგაც მერმა იქაურობა პოლიციის ესკორტის თანხლებით დატოვა, რათა შემთხვევას არ ჰქონოდა გაგრძელება და ყველაფერი მშვიდობით დასრულებულიყო.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ინციდენტზე კომენტარი გააკეთა:

“ადგილობრივ საზოგადოებას იქ არსებულ პრობლემებზე გავესაუბრეთ. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ვწყვეტთ პრობლემებს, ყავა არაფერს აგვარებს. კოფეინი იწვევს ნერვების მოშლას” – წერს ბაკოიანი.

onalem

ტესტ