fbpx
საზოგადოება

“ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხარ-თეძოზე წამოწოლა არ არის ვაჟკაცობა…”

სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩევა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მისი პოსტები ყოველთვის დიდი განხილვის საგანი ხდება და სააგენტოებიც ხშირად წერენ მასზე.

მამა პეტრეს ბოლო სტატუსიც არ არის გამონაკლისი და საკმაოდ აქტიურად განიხილავენ.

სტატუსში სასულიერო პირი მამაკაცებზე საუბრობს.

მისი თქმით, ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხარ-თეძოზე წამოწოლა, ქუჩური უნარ-ჩვევები არ არის ვაჟკაცობა.

“დედის გინება, მაგიდაზე ხელების ბრახუნი, ეჭვიანობა, უხეშობამდე მისული სიმკაცრე, დაუსრულებელი ჩხუბი და ყვირილი, უაზრო სადღეგრძელოების სერია, ქალის დამონება, ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხარ-თეძოზე წამოწოლა, ქუჩური უნარ-ჩვევები არ არის ვაჟკაცობა… ეს უფრო მხდალი, სუსტი, უუნარო, მხოლოდ ბიოლოგიურად, გარეგნული ნიშნებით შექმნილი მამაკაცის ნამდვილი სახეა!..”- წერს პეტრე კოლხი.

onalem

ტესტ