fbpx
საზოგადოება

გარდაიცვალა კინორეჟისორი გიორგი დანელია

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. გასული საუკუნის  50-იან წლებში მან მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა და არქიტექტორად მუშაობდა.

1959 წელს, უმაღლესი სარეჟისორო კურსის გავლის შემდეგ, კინოსტუდიაში დამდგმელ რეჟისორად დაიწყო მუშაობა, კინომოღვაწეობა კი 1960 წლიდან დაიწყო.

დანელიას ცნობილ ნამუშევართა შორისაა კინოფილმები: „მიმინო“, „აფონია“, „არ დაიდარდო“, „შემოდგომის მარათონი“, „ქინ-ძა-ძა“, „პასპორტი“ და სხვა.

რეჟისორი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. თებერვლის ბოლოს ის მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.

onalem

ტესტ