fbpx
საზოგადოება

ათენში 4 წლის ახილეას ეძებენ – ბავშვი დედამ გაიტაცა და შესაძლოა მისი სიცოცხლე საფრთხეში იყოს

ათენში ახილეა-ალექსი იანაკულის ძებნა გრძელდება. 4 წლის ბიჭუნა ილიუპოლიდან გაუჩინარდა და არსებული ინფორმაციით, დედას ჰყავს გატაცებული.

როგორც ცნობილია, 2020 წლის 4 აპრილს ქალმა ბავშვის მამასთან დაბრუნებაზე უარი განაცხადა და მამაკაცი ფიქრობს, რომ მისი სიცოცხლე შეიძლება საფრთხეშიც კი იყოს.

ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” ავრცელებს ფოტოს და ბავშვის მონაცემებს და მოსახლეობისგან დახმარებას ითხოვს. თუკი ვინმემ რაიმე იცის, ან სადმე დაუნახავს მსგავსი აღწერილობის ბავშვი, დაუყოვნებლივ დარეკოს ნომერზე 100 ან 116000.

onalem

ტესტ