fbpx
საბერძნეთი

“აღდგომას ნათესავებისა და მეგობრების სახლებში წასვლა იკრძალება” – სტელიოს პეცას

სტელიოს პეცასმა ხაზგასმით თქვა, რომ მიმდინარე კვირა საკმაოდ კრიტიკულია. ახლა სწორედ ის დროა, როცა საჭიროა დამატებით ზომების მიღება, რათა ხალხი სააღდგომო დღესასწაულის გამო არ მოდუნდეს და აქტიურად გადაადგილება არ დაიწყოს.

პეცასმა განაცხადა, რომ აღდგომის დღეს, კვირას, მეგობრებისა და ნათესავების სახლებში მისვლა კატეგორიულად იკრძალება. ასევე, დაჯარიმდება ხალხი, რომელიც სავარჯიშოდ ძალიან დიდ მანძილზე აღმოჩნდება საკუთარი სახლიდან. პოლიცია მკაცრად აკონტროლებს ყველა კრიტიკულ წერტილს და არ დაიშვება არცერთი გამონაკლისი.

“ფიზიკური ვარჯიში უნდა მოხდეს სახლთან ახლოს. ეს სხვაა, ხოლო სრულიად სხვა უბანში, სანაპიროებსა და პარკებში წასვლა, სხვა რამ. აღდგომის კვირა დღეს, აკრძალული იქნება მეგობრებისა და ნათესავებისა სახლებში წასვლაც. მოდით, აღვნიშნოთ კორონავირუსზე ჩვენი გამარჯვება რამდენიმე კვირის შემდეგ. მოდით, მომავალ წელს აღვნიშნოთ აღდგომა ისე, როგორც ამას ტრადიცია და ეკლესია გვეუბნება.

ახლა მოდუნება რეალური საფრთხეა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. არ არის თვითკმაყოფილების დრო. ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ თუ მოვდუნდებით, ეს ძვირად დაგვიჯდება.”

onalem

ტესტ