fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ამინდი მომდევნო კვირიდან იცვლება – სამშაბათს ითოვებს ქვეყნის ჩრდილოეთით

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან, ორშაბათიდან, საბერძნეთში ამინდი შედარებით შეიცვლება და სეზონისთვის დამახასიათებელს დაემსგავსება.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ორშაბათს იწვიმებს დასავლეთით, გაძლიერდება ქარი, რომლის ძალაც 7 ბალსაც კი მიაღწევს. სამშაბათს ნალექს წვიმის სახით, თოვლიც დაემატება. ითოვებს ჩრდილოეთ საბერძნეთში, ზღვის დონიდან 1,500 მეტრზე, პელოპონისოში, დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში.

სამშაბათს ეგეოსის ზღვაზე ქარი 8 ბალამდე გაძლიერდება, თერმაიკოს ყურეში და ასევე იონიის ზღვის კუნძულებზე ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

მიუხედავად ამისა, საკის არნაუტოღლუს ცნობით, მსგავსი ამინდი დიდხანს არ შენარჩუნდება და ოთხშაბათიდან ტემპერატურა კვლავ “დარბილდება”.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთსა და ზოგადად, მთელ ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, იმის ფონზე, რომ იანვრის თვეა.

onalem

ტესტ