fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მშობლებმა 6 წლის ბიჭის ორგანოების გაცემა გადაწყვიტეს – გულის შეტევის შემდეგ ბავშვის ტვინმა მუშაობა შეწყვიტა

საზოგადოებას ახსოვს 6 წლის თომა, გრევენადან, რომელსაც გულის შეტევა განუვითარდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანისას სასწრაფო დახმარების მანქანა გაფუჭდა. ბიჭი სამი დღის მანძილზე იბრძოდა გადარჩენისთვის, თუმცა, ტვინი გაეთიშა და ექიმებს საბოლოო იმედი გადაეწურათ.

როგორც ირკვევა, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ორგანოები გასცენ და რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინონ. 6 წლის თომას გული და ღვიძლი, ასევე ფილტვები, იტალიაში, კერძოდ, ბერგამოსა და ტურინში გაიგზავნება, ხოლო თვალის რქოვანა და თირკმელები საბერძნეთში დარჩება და მათი დონაცია მოხდება იმ ადამიანებზე, რომლებიც დიდი ხანია რიგში დგანან.

დიდი ტკივილის მიუხედავად, თომას მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი შვილის დაკარგვის ფონზე, სხვა ოჯახებს და მათ შვილებს დაეხმარონ, რომლებიც წლების მანძილზე დონორის მოლოდინში არიან.

 

onalem

ტესტ