fbpx
საზოგადოება

“სამხრეთ გარეუბნის ერთი უბრალო გოგო ვარ, მუდმივად სანდლებით და თავისუფალი სამოსით დავდივარ” – ელენა პაპარიზუ

ელენა პაპარიზუმ ჟურნალ Marie Claire-თან ინტერვიუში საკუთარ შიშებზე, მეუღლესა და მედიტაციაზე ისაუბრა, რომლითაც ბოლო პერიოდის მანძილზეა დაკავებული.

“სიმართლე ის არის, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი ფობიებიც იმატებს, ამიტომ მედიტაცია მჭირდება. ჯერ კიდევ პანდემიამდე დავიწყე და ვთქვი, რომ მინდოდა მეცხოვრა გაცილებით თავისუფლად, შემდეგ კოვიდმა ამ ყველაფრის საჭიროება კიდევ უფრო გაამძაფრა.”

რაც შეეხება მეუღლეს, პაპარიზუ აღნიშნავს:

“ანდრეა ბუნებრით მკვლევარია. მას აქვს სიცოცხლის წყურვილი და მუდმივად მოწადინებულია, რომ ისწავლოს ახალი რაღაცები. მას უყვარს ბუნება, არის მშვიდი და ამავე დროს ძლიერი. როგორც ხედავთ, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან! ურთიერთობას ბევრი მუშაობა სჭირდება, არაფერი უნდა მივიღოთ ისე, რომ თითქოს ეს თავისთავად ხდება ან მოხდება.”

ჟურნალისტის კითხვას, სანამ გარეთ გავა ცდილობს თუ არა, რომ მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდეს, ვინაიდან ცნობილი ადამიანების მიმართ არსებობს ეს მოლოდინი, პაპარიზუ პასუხობს:

“როცა სახლიდან გავდივარ, ნამდვილად არ ვაჭერ ერთ ღილაკს ხელს, რომელიც ლამაზს ან სექსუალურს მხდის. იყო სექსუალური, არ არის დაკავშირებული არც ჩაცმასთან და არც მაკიაჟთან. ზოგადად, მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, სამხრეთ გარეუბნის გოგო, რომელიც მუდმივად თავისუფალი ტანსაცმლითა და სანდლებით დადის. თუ ვინმე მეტყვის, რომ სხვანაირს მომელოდა, ვკითხავ, ის რატომ არის სხვანაირი?! არ ვთამაშობ, ერთია თამაშობდე, რომ ცხოვრობ და მეორე, რომ ნამდვილად ცხოვრობდე შენი ცხოვრებით.”

onalem

ტესტ