fbpx
საბერძნეთი

220 ევროს პროდუქტების შეძენისას 22 ევრო ყოველ თვე – დახმარების მისაღებად განაცხადის შესავსებად პლატფორმა სულ მალე გაიხსნება

როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ დააანონსა, თებერვლის თვიდან ამოქმედდება სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა, რომელიც გულისხმობს მოსახლეობისთვის ყოველთვიურად პროდუქტების შეძენისას დახარჯული თანხის 10%-ის დაფარვას.

სისტემა აღნიშნული დახმარების მისაღებად განაცხადების გასაკეთებლად გაიხსნება თებერვლის თვის დასაწყისში და თანხებიც ამავე თვის პირველ რიცხვებში უნდა ჩაირიცხოს. რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი წევრია ოჯახში.

1 წევრიან ოჯახში თვეში განისაზღვრება 220 ევროს დანახარჯი, დარიცხული თანხის ოდენობა იქნება 22 ევრო.
2 წევრიან ოჯახში დანახარჯი 320 ევროთი განისაზღვრება, შესაბამისად, დარიცხული თანხის ოდენობა 32 ევრო იქნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ოჯახის ყოველ დამატებით წევრზე განსაზღვრული თანხის ოდენობას ემატება 100 ევრო.

სუპერმარკეტებში, ხორცის მაღაზიებში, საცხობებსა და თევზის მაღაზიებში ათვლა მოხდება თებერვლის თვიდან და მომდევნო 6 თვის მანძილზე, ანუ ივლისის ჩათვლით, შეძენილი პროდუქტების ღირებულების 10% დაიფარება სახელმწიფოს მიერ.

განაცხადების შევსება მოხდება Gov.gr-იდან და თანხა დაირიცხება ხოლმე თვის დასაწყისში. რა თქმა უნდა, განაცხადის შევსებას ყველა ერთდროულად ვერ შეძლებს და მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა ციფრით მთავრდება თქვენი ΑΦΜ.

როდესაც სისტემა გაიხსნება, იმისთვის, რომ განაცხადი გააკეთოთ, აუცილებელია გქონდეთ Taxisnet-ის კოდები, იგივე კლიდარითმო.

 

onalem

ტესტ