fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 9 იანვარს, დიდი ფასდაკლებების პრემიერა საბერძნეთში – მოქმედებაში იქნება 28 თებერვლის ჩათვლით

მაღაზიების ვიტრინებში ალბათ უკვე ხედავთ დიდი ფასდაკლებების ამსახველ ბანერებს, 30%-50%-70%-იანი ფასდაკლებების სეზონი უკვე მოვიდა!!!

როგორც ცნობილია, ზამთრის დიდი ფასდაკლებები საბერძნეთში ხვალიდან, 9 იანვრიდან იწყება და მოქმედებაში იქნება 28 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნული ვადები იმოქმედებს მთელი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ათენში.

შეთავაზებების ფარგლებში, მაღაზიები ასევე ღია იქნება ფასდაკლებების პირველ კვირას ანუ 15 იანვარს, მათი სამუშაო საათები იქნება 11:00-დან 20:00 საათამდე, ზოგიერთი შესაძლოა 18:00 საათზე დაიკეტოს.

ზამთრის ფასდაკლებების პერიოდში მაღაზიები ძალიან დიდი რაოდენობის პროდუქციაზე დააკლებენ ფასებს და მოსახლეობას ექნება უნიკალური შანსი, შეიძინოს სასურველი ნივთები დიდი განსხვავებით.

ცხადია, მათ აქვთ ვალდებულება მიუთითონ როგორც ახალი, ასევე ძველი ფასი თითოეულ პროდუქტზე.

 

onalem

ტესტ