fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ამინდი უარესდება, მაგრამ მაღალი ტემპერატურით – წვიმა საბერძნეთის დიდ ნაწილში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან, 9 იანვრიდან, საბერძნეთში ამინდი უარესდება, მაგრამ ამასთანავე, ტემპერატურა საგრძნობლად არ დაიკლებს.

კერძოდ, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, მოსალოდნელია ნალექი და ღრუბლიანობა, საბერძნეთის დიდ ნაწილში, ძირითადად დასავლეთით, იონიის ზღვაში და ასევე, ჩრდილოეთით. იწვიმებს იონიის ზღვის კუნძულებზე, იპიროში, ცენტრალურ და დასავლეთ მაკედონიაში, თესალიასა და პელოპონისოში. მოგვიანებით, ფენომენი მაკედონიის დანარჩენ ნაწილზეც გავრცელდება.

ტემპერატურა, რაც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით სეზონისთვის კვლავ უჩვეულოდ ფასდება, მაკედონიაში -5-დან 9 გრადუსამდე იმერყევებს, თრაკიში -2-დან 13 გრადუსამდე, პელოპონისოში 2-დან 16 გრადუსამდე, იონიის კუნძულებზე 5-დან 15 გრადუსამდე, კიკლადესის კუნძულებზე 4-დან 16 გრადუსამდე, დოდეკანესის კუნძულებზე 6-დან 16 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო კრეტაზე ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება ათენს, ხვალ ნალექი მოსალოდნელი არ არის, ჰაერი კი, 14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ზეგ, 10 იანვარს, პერიოდულად იწვიმებს დილიდან საღამოს საათებამდე, ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ