fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მეპატრონემ ახლობელი მამაკაცი თავის კიოსკში გააგზავნა, ის კი, ძარცვის ბრალდებით დააკავეს

კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში მომხდარი შემთხვევა სასაცილოც არის და სატირალიც, იმის მიხედვით, გვერდიდან უყურებთ ამ ამბავს, თუ თავად ხართ მთავარი გმირი.

როგორც ირკვევა, დააკავეს მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ კიოსკში შესვლას ცდილობდა, რადგან იქ თავად მეპატრონემ გააგზავნა კონკრეტული ნივთების ასაღებად. როცა ადგილზე მივიდა და კარის გაღებას ცდილობდა, ადგილობრივებმა ვერ იცნეს, ჩათვალეს, რომ ვიღაც კიოსკს ძარცვავდა და პოლიციაში დარეკეს.

“შემთხვევის ადგილზე” მობილიზებულმა ოფიცრებმა მამაკაცს ხელბორკილები დაადეს და ისე გადაიყვანეს განყოფილებაში, რომ არაფრის ახსნის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, მან განაცხადა, რომ არ იყო მძარცველი და მხოლოდ და მხოლოდ კიოსკის მეპატრონის თხოვნას ასრულებდა, შემდეგ მეპატრონეს დაურეკეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად მისი ახლობელი იყო და მამაკაცი გაუშვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაირკვა, მამაკაცი ვერ ახერხებდა დამშვიდებას თავს გადახდენილი თავგადასავლის გამო.

onalem

ტესტ