fbpx
საბერძნეთი

726.000 ევრო კომპენსაცია ფრანგების ოჯახს, რომელთა შვილებიც სასტუმროს აუზში დაიხრჩვნენ – ბერძნული სასამართლოს გადაწყვეტილება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ როდოსზე, ერთ-ერთი სასტუმროს აუზში გარდაცვლილი გოგონების ოჯახს ნახევარ მილიონ ევროზე მეტი ოდენობის კომპენსაცია გადაეცეს.

უბედური შემთხვევა 2019 წლის 31 ივლისს მოხდა, აუზში ერთდროულად დაიხრჩო ორი და, ფრანგი გოგონები, რომლებიც კუნძულზე მშობლებთან ერთად ისვენებდნენ. მათ სარჩელი შეიტანეს სასტუმროს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც დაკმაყოფილდა.

საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციები, რომლებიც უნდა გადაეცეთ შემდეგია: 200 000 ევროს კომპენსაცია მამას, 206 640 ევრო დედას, 120 000 ევრო დედმამიშვილებს და 20 000 ევრო – ბებიას და ბაბუას.

აუზის სიღრმე, რომელშიც გოგონები დაიხრჩვნენ, 1,20 მეტრი იყო. ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ გოგონები თავად მშობლებმა დატოვეს უყურადღებოდ, მათ კი, ცურვა არ იცოდნენ, ამასთანავე, მირთმეული ჰქონდათ საჭმელი ცოტა ხნით ადრე, ვიდრე აუზში ჩავიდოდნენ, რაც არ არის რეკომენდირებული.

 

onalem

ტესტ