fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: სასაფლაოზე ესგუმაციისთვის მივიდნენ და სხვა გარდაცვლილი იპოვეს

მსგავსი ინციდენტი სერესის მუნიციპალიტეტს არ ახსოვს. ოჯახი საკუთარი ნათესავის საფლავზე ესგუმაციისთვის მივიდა, თუმცა, საფლავის გახსნის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანის ცხედარი დახვდათ.

როგორც ცნობილია, ესგუმაციის პროცესი 15 დღის წინ თავად ოჯახის მიერ განხორციელდა და მუნიციპალიტეტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მათ ფინანსური საკითხი მოაგვარეს და ამის შემდეგ მივიდნენ სასაფლაოზე. საფლავის გახსნის შემდეგ კი, ვერ იჯერებდნენ, რომ იქ სრულიად სხვა ადამიანის ცხედარი ესვენა, ხოლო მათი გარდაცვლილი ნათესავის ძვლები პარკში იყო შეკრული და საფლავის ბოლოში ეყარა.

ოჯახი ჩივის, რომ სასაფლაოდან ქვაც მოპარულია.

შემთხვევას სერესის მუნიციპალიტეტი იძიებს.

onalem

ტესტ