fbpx
საზოგადოება

“ბერძენმა გადამარჩინა, თორემ მე და ჩემი მოხუცი ცოცხლად დავიწვებოდით“ – ქართველი ემიგრანტი მატის ხანძარს იხსენებს

საბერძნეთის ისტორიაში უმძიმესი ეპიზოდით, მატის ხანძრით გაჩენილი იარები საზოგადოებას ჯერ კიდევ არ მოშუშებია. რთული დასავიწყებელია გადამწვარი, გაშავებული ატიკა და 100 ადამიანი, რომელიც საშინელი სიკვდილით დაიღუპა. ხანძარში მოყვნენ არა მხოლოდ ბერძნები, არამედ სხვადასხვა ეროვნების ხალხი, მათ შორის ქართველები, რომელთაც, საბედნიეროდ, თავის დაღწევა მოახერხეს. ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც ნეა მაკრიში მოხუცს უვლიდა, კრიტიკულ წუთებს დეტალურად იხსენებს:

“ხანძრის მთავარი ზონა ათენის ახლოს მდებარე რეგიონი ატიკა და სოფელი მატი იყო, სადაც ძირითადად მდიდარი ბერძნების სახლებია. ისინი ზაფხულობით ქალაქიდან ამ კურორტზე დასასვენებლად დადიოდნენ. ხანძარი სწორედ იმ დროს გაჩნდა, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი, სწორედ ამ კურორტზე იყო დასასვენებლად წასული. ათენიდან ეს კურორტი 30 კილომეტრის მანძილით არის დაშორებული. მე ნეა მაკრიში ვცხოვრობდი.

ჯოჯოხეთი იყო პირდაპირ… ცეცხლი ღამე მოულოდნელად გაჩნდა. მე იქ მოხუცს ვუვლიდი, სახლში მხოლოდ მე და ჩემი მოხუცი ვიყავით. კიდევ კარგი მისმა შვილმა გაიგო, რომ ხანძარი გაჩნდა და მანქანით გამთენიისას მოვიდა. სიკვდილს მან გადამარჩინა, თორემ მე და ჩემი მოხუცი ცოცხლად დავიწყებოდით. ხალხმა მათ გარეთ გამოსვლა და გაქცევაც კი ვერ მოასწრო.

არ ჰყავდათ საკმარისი რაოდენობის მანქანები, ხალხი ღმერთის ანაბარას იყო მიტოვებული. გზაზე რომ მოვდიოდით, თავი საშინელებათ ფილმში გვეგონა. ვხედავდი პატარები როგორ ეკითხებოდნენ დედებს გადავრჩეებით თუ არაო. ძალიან გული გვეტკინა, ამ ხალხის საცოდაობით.

მათ წლებია კარი გაგვიღეს და გაჭირვების დროს ოჯახები შიმშილს გადაგვირჩინეს. მადლობა ღმერთს, რომ არცერთი ქართველის არც გარდაცვალება და არც მძიმე დაზიანებები არ დასტურდება.”

onalem

ტესტ