fbpx
საბერძნეთი

“გავაკეთეთ ის, რასაც გავაკეთებდით ჩვენი სამშობლოსთვის” – ბერძენი მაშველები თურქეთიდან დაბრუნდნენ

ბერძნების მხრიდან თურქებისთვის გაწეული სამსახური უდაოდ შეუფასებელია. მაშველები შეუჩერებლად მუშაობდნენ ნანგრევებში, ადამიანების გადასარჩენად და მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, რომლის წინაშეც ყოველდღე დგებოდნენ, ბევრი იხსნეს სიკვდილისგან.

ბერძნული ΕΜΑΚ, თავისი ოთხფეხა მეგობრებით ათენში დაბრუნდა და მათ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი შეხვდა, აეროპორტში ასევე მობილიზდნენ სხვა მაღალჩინოსნები, მათ შორის, სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ხრისტოს სტილიანიდისი.

როგორც მათ აღნიშნეს, ΕΜΑΚ-ის წევრების თავდადება ძალიან ამაღელვებელია და ყველა ბერძენს ეამაყება ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს მეზობელი ერის დასახმარებლად.

“ჩვენი მისიიდან დავბრუნდით და ყველა ჯანმრთელი ვართ. გავაკეთეთ ის, რასაც გავაკეთებდით ჩვენი სამშობლისთვის, არც მეტი და არც ნაკლები. ეს იყო უდიდესი კატასტროფა, არ გავჩერებულვართ, მუდმივად ვმუშაობდით. 24 საათის მანძილზე ადგილზე ვიყავით,” ამბობს ΕΜΑΚ-ის წევრი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნებმა უზარმაზარი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს თურქეთში დაზარალებულთა დასახმარებლად.

onalem

ტესტ