fbpx
საბერძნეთი

ხვალ ნალექი, მაგრამ შემდეგ ისევ ზაფხული საბერძნეთში – მინიმუმ 1 კვირის მანძილზე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

როგორც სინოპტიკოსებმა უკვე აღნიშნეს, ოქტომბრის თვე საკმაოდ თბილი იქნება, უჩვეულოდ თბილი, ვიდრე ეს სეზონისთვის არის დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 11 ოქტომბერს, მცირე ნალექია მოსალოდნელი კონკრეტულ ტერიტორიებზე, სინოპტიკოსები მინიმუმ 1 კვირის მანძილზე, შემდეგ სამშაბათამდე მაინც, მაღალ ტემპერატურას გვპირდებიან.

არსებული ინფორმაციით, ტემპერატურა მოიმატებს ხუთშაბათიდან, ხოლო ხვალ მცირე ნალექი და შესაბამისად მოღრუბლულობა ნავარაუდევია ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, სპორადესის, პელოპონისოსა და იონიის ტერიტორიაზე. საღამოსთვის ფენომენი საგრძნობლად შესუსტდება.

ხვალიდან საბერძნეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ქარის ძალა მაქსიმუმ 5-6 ბალი იქნება, კვირას კი, არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობა მზიანი ამინდის თანხლებით მიიღებს მონაწილეობას.

 

onalem

ტესტ