fbpx
საბერძნეთი

მოქალაქის პირადი ნომერი საბერძნეთში – ის შედგება ΑΦΜ-ისა და კიდევ 3 ციფრისგან, რომელსაც მოქალაქე თავად აირჩევს

ციფრული მმართველობის მინისტრმა, დიმიტრის პაპასტერგიუმ ტელეკომპანია Open-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველი მომდევნო დღე საბერძნეთში სიახლეების დანერგვის დღე იქნება და შეიქმნება ახალი მობილური აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ბიუროკრატიულ პროცედურებს თავიდან აარიდებს.

“ადამიანებს სულ მალე შეეძლებათ, რომ გააკეთონ თავიანთი საქმე და საერთოდ არ დასჭირდეთ რაიმე ფურცლისა და დოკუმენტის წარდგენა ამისთვის. ახლა მთავარ რეფორმასა და მიზანს წარმოადგენს პირადი ნომრის შექმნას, რომელიც საბერძნეთის ყველა მოქალაქეს ექნება. პირადი ნომერი შედგენა ΑΦΜ-ისა და პლუს სამი ციფრისგან, რომელსაც მოქალაქე თავად აირჩევს. 

ეს ყველაფერი დეკემბერში მზად იქნება და მოქალაქეს შეეძლება, რომ განახორციელოს ნებისმიერი ტრანზაქცია სახელმწიფოში. სულ მალე შეგეძლებათ შეხვიდეთ Gov.gr-ზე და აირჩიოთ საკუთარი პირადი ნომერი,” განაცხადა მინისტრმა.

პაპასტერგიუმ ყურადღება ასევე გაამახვილა ტექნოლოგიის გამოყენებაზე, ამინდის ექსტრემალური პირობებთან გამკლავებისთვის და აღნიშნა, რომ 1 მაისიდან უკვე ყველაფერი ელექტრონული გახდება, მოსახლეობა მიიღებს შეტყობინებას, ინსტრუქციებს, როგორ გაწმინდოს საკუთარი ნაკვეთი, ეზო და ნებისმიერი ტერიტორია, რომელსაც ფლობს, რომ შემდეგ დამატებითი პრობლემები თავიდან აირიდონ. თუკი ამას არ გააკეთებენ, განისაზღვრება გარკვეული ჯარიმები.

onalem

ტესტ