fbpx
საბერძნეთი

ბრწყინვალე თამთა პარისთან და პარისის დედასთან, მარიანა ლაცისთან ერთად კონცერტზე – კადრები

2 ოქტომბერს მუსიკალური სტუდიის, Panik Records-ის ორგანიზებით კულტურულ ცენტრში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კონსტანტინოს არგიროს, დესპინა ვანდი, ივი ადამუ. როგორც ცნობილია, მუსიკალური სტუდიის ერთ-ერთი მფლობელი თამთას მეორე ნახევარი, პარის კასიდოკოსტაა, რომელიც ცხადია, ადგილზე იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის ობიექტივში მოხვდნენ თავად თამთა, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, პარისი და პარისის დედა, მარიანა ლაცი. წყვილმა საკუთარი ჩაცმულობით, რა თქმა უნდა, კვლავ მიიქცია ყურადღება – თამთამ შავების ჩაცმა ამჯობინა, ისევე როგორც, მარიანა ლაციმ, ხოლო პარისი ელეგანტურ პერანგში იყო გამოწყობილი.

პარისი და თამთა უკვე 8 წელია ერთად არიან და საჯაროობისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.

onalem

ტესტ