fbpx
საბერძნეთი

ლარისას მოსახლეობა სასოწარკვეთილებაშია: სუპერმარკეტების თაროები თითქმის ცარიელია, ხალხს საკვების პრობლემა აქვს

კლიმატური ფენომენის უკიდურესად მძიმე შედეგებს მოსახლეობა ამ დრომდე იმკის. ლარისაში, აგიას მუნიციპალიტეტის უამრავი სოფელი ცივილიზაციას მოწყვეტილია და ადამიანებს, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, საკვების პრობლემა აქვს. სრულ სასოწარკვეთაში არიან ფერმერებიც, რომელთაც დაკარგეს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ნათესები, რომლებსაც აქამდე გულმოდგინედ უვლიდნენ.

შეიძლება იქვას, რომ დღეს “ბლოკადისა” და იზოლაციის მეოთხე დღეა და საკვები, რომელსაც მოსახლეობას აწვდიან, არასაკმარისია, იქმნება დეფიციტი, რომელიც აშკარაა სუპერმარკეტების თაროებიდანაც. კადრებში ჩანს, რომ სუპერმარკეტები თითქმის ცარიელია და საუბარია ძირითად პროდუქტებზე, ძირითად საკვებსა და ჰიგიენის საშუალებებზე. არ არსებობს წყალი, რძის პროდუქტები, პარკოსნები, მაკარონი, ფქვილი – ეს ყველაფერი დეფიციტშია.

გზების გაწმენდასა და გადაადგილების აღდგენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს, რადგან ამ წუთისთვის სამუშაოების შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელია, წყლის დონის გამო.

onalem

ტესტ