fbpx
საბერძნეთი

ასობით დახოცილი ცხოველი და უმძიმესი კადრები – მოსახლეობა გასტროენტერიტის, ჰეპატიტისა და ლეპტოსპიროზის წინაშე

თესალიიდან გავრცელებული კადრები უბრალოდ შემზარავია. მას შემდეგ, რაც იქაურობას კლიმატურმა ციკლონმა გადაუარა და შეიწირა როგორც ადამიანები, ასევე, ცხოველები, წყლის დონის დაწევის ფონზე გამოწვეული კატასტროფა უფრო ნათელი გახდა. ადამიანებმა დაკარგეს ცხოველების ფერმა, კადრებში ჩანს ასობით დახოცილი ცხოველი: ღორები, ძროხები, ცხვრები და ა.შ. ეს ფერმები მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროც იყო, ახლა კი, იმას ფიქრობენ, თუ რა გააკეთონ ასეთ ვითარებაში.

მეორეს მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ინფექციები, რომლებიც ჩნდება მსგავსი კატასტროფების დროს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მოსახლეობა დგას გასტროენტერიტით, ჰეპატიტითა და ლეპტოსპიროზით დაავადების რისკების წინაშე, ფაქტობრივად, უკვე დაფიქსირდა, დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა – 46 ადამიანს აწუხებს გასტროენტერიტი.

გიგას მაიორკინი აცხადებს, რომ ადამიანები ტალახიან წყალს მაქსიმალურად უნდა მოერიდონ, თუ არ აცვიათ დამცავი ტანსაცმელი, რადგან ნებისმიერი სახის შეხება წყალდიდობის შედეგად მოვარდნილ ტალახსა და ამ ნარჩენებთან, მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

 

onalem

ტესტ