fbpx
რელიგიასაბერძნეთი

“ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს ეკლესიებშიც” – მიტროპოლიტი ხრისოსტომო

მიტროპოლიტმა ხრისოსტომომ ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მის მოწინააღმდეგეებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ტრაგიკულია კადრები საპროტესტო აქციიდან, რომელიც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა გამართეს.

“მე ვეთანხმები აზრს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს ეკლესიებშიც. ვინც აცრაზე უარს ამბობს, ზიანს აყენებს გარშემომყოფებს და ასევე, სახელმწიფოს, რომელსაც არ შეუძლია ყველა საჭიროების დაფარვა. 

ადამიანების ამ მცირე ნაწილს არ ესმის, რომ ვაქცინაცია საჭიროა საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და ზოგადად, მთელი კაცობრიობისთვის. 

წადით და გაიკეთეთ ვაქცინა. ეს იქნება საუკეთესო მაგალითი თქვენი ოჯახის და საზოგადოებისთვის,” აცხადებს ის.

 

onalem

ტესტ