fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ნავპლიოში – ცეცხლს 30-მდე მეხანძრე უშედეგოდ ებრძვის

სახანრძო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ნავპლიოში, კერძოდ, კანტიაში, ტყის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს და ძალიან სწრაფად ვრცელდება.

როგორც ირკვევა, ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი და 8 მანქანა, ასევე მოხალისეთა ორი ჯგუფი, რათა ცეცხლი კონტროლის არეში მოაქციონ. ვითარებას, რა თქმა უნდა, ძლიერი ქარი ართულებს.

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ კანტიას გარშემო რეგიონებში კოკისპირულად წვიმს და მხოლოდ და მხოლოდ აქ არ გაწვიმდა, რომ მაშველებს საქმე გაადვილებოდათ და ცეცხლი სწრაფად ჩამქრალიყო.

onalem

ტესტ